ბრაზილიაში  კორონავირუსის 40 816 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 816 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 921 ადამიანი კი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბრაზილიაში კორონავირუსის 2 483 191 შემთხვევა დადასტურდა, 1 721 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 88 539 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.