კორონავირუსის დადასტურებული შემხვევა მარტვილში.
Zugdidi Daily
მარტვილში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირდა 15 და 19 წლის და-ძმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას თქმით, ერთი მათგანი 19 წლისა, ხოლო მეორე 15 წლის მოზარდია. მოზარდებს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ანზორ ქობალია ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს :
“ბათუმუდან ჩამოვდნენ 30 აგვისტოს. აღენიშნებოდათ ცხელება, აუღეს ნიმუშები და დაუდასტურდათ ვირუსი. ორივე იმყოფება კოვიდკლინიკაში. დაიწყეს მკურნალობა.”
ეპიდემიოლოგებს დაწყებული აქვთ კვლევა და კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
#მარტვილი #სამეგრელო #კორონავირუსი #დადასტურებულიშემთხვევა #ბათუმი #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com