საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოძრაობა ამ ეტაპზე არ აღდგება 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა.საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოძრაობა ამ ეტაპზე არ აღდგება. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა'' - თქვა ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა. მაია ცქიტიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება, თუმცა ძალაში რჩებაგადაადგილების შეზღუდვა21:00 საათიდან დილის 5 საათამდე.