კოვიდ ინფიცირებულები მოლოდინის რეჟიმში
Batumi Daily
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში არიან პაციენტები დადასტურებული კოვიდინფექციით, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, რათა მათი გადანაწილება მოხდეს.
მინისტრმა კოვიდმიმღებ პაციენტთა კლინიკების ხელმძღვანელებს მოუწოდა გამოთქვან მზაობა ასეთი პაციენტების მისაღებად.
"ის რაც კრიტიკულია აჭარაში არის შემდეგი, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები დადასტურებული კოვიდინფექციით, რომლებიც იმყოფებიან მოლოდინის რეჟიმში, რომ მოხდეს მათი ე.წ ტრიაჟი. აქედან გამომდინარე მე მაქვს თხოვნა თქვენთან, რომ გამოვაცხადოთ უფრო მეტი მობილიზაცია იმისათვის, რომ საგანგებო-გადაუდებელი დახმარების ცენტრს საშუალება მიეცეს მყისიერ რეჟიმში მოახდინოს ამ პაციენტების თქვენს საავადმყოფოებში შემოყვანა, რომ მოხდეს მათი დროული დიაგნოსტირება და შემდეგ უკვე მათი განთავსება."- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე
_______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily
#covid19_