აჭარაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება

Batumi Daily

აჭარის მასშტაბით იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 შემთხვევა დაფიქსირდა. კიდევ ერთი ინფიცირებული კი თურქეთიდან შემოვიდა და კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 9 აპრილს. კორონავირუსი დაუდგინდა დედასა და შვილს. ბავშვი, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 წლამდე ასაკისაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი თურქეთიდან გადმოვიდა და ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სრულად იზოლირებული და შემოტანილი შემთხვევაა, ანუ ამ შემთხვევაში, შიდა გადაცემასთან საქმე არ გვაქვს. ინფიცირებულებს "მედალფაში" მკურნალობენ". მიმდინარეობს ქობულეთის კლასტერის ეპიდემიოლოგიური კვლევა, თუმცა კონტაქტების უმრავლესობას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევაა დაფიქსირებული. 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. #news