რეგულაციების გამო, ფასები სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებშიც იზრდება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142846 სურსათის გაძვირების შემდეგ, მოქალაქეებს გაზრდილი ფასები სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში დახვდებათ. მომსახურების ეს სფეროები მუშაობას საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების შემდეგ განაახლებენ და კომპანიებში წინასწარ იციან, რომ მუშაობის ნებართვისთვის მოთხოვნილი უსაფრთხოების ზომები უდიდეს ხარჯს მოუტანთ. სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ სტომატოლოგიური მომსახურებაზე ფასები საშუალოდ 20-დან 80-ლარამდე გაიზრდება. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ფასების მატება მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და წესების შესრულების შემდეგ გარდაუვალი იქნება. სტომატოლოგთა ასოციაციაში ყურადღებას, იმპორტირებული სამკურნალო საშუალებების ფასების ზრდაზეც აკეთებენ, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არ ხდება. სტომატოლოგიური კლინიკების მსგავსად ფასების ზრდას პროგნოზირებენ სალონებშიც. მათი თქმით, გადასახედია შემუშავებული რეგულაციების ნაწილი. ახალი წესები სალონებში ორმეტრიანი დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სალონში მხოლოდ 5 ადამიანის ყოფნას გულისხმობს. სალონების ფედერაცია საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკურ გუნდთან, სამუშაო შეხვედრის მოლოდინშია. სტომატოლოგთა ფედერაციამ კი, მთავრობას სამედიცინო ეკიპირების მომარაგების თხოვნით უკვე მიმართა. ფასები მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ გაიზრდება. კერძო ბიზნესის, სტომატოლოგიური კლინიკებისა და მომხმარებელთა ბედი, ახლა სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომლის პოზიციაც რეგულაციების გამოქვეყნების შემდეგ, უცნობია.