საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219. http%3A%2F%2Fpirveliradio.ge%2Findex.php%3Fnewsid=147240