გორში ცხოველებს აწამებენ
Gori Daily
გორში, "ახალბაღში" მდებარე ზოოპარკში მყოფი ცხოველების გათავისუფლების მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა.
პეტიციის ავტორის თქმით, ცხოველები არასათანადო პირობებში არიან.
"მივმართავთ შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ ქ.გორში ე.წ “ახალ ბაღში“ ვოლიერებში გამომწყვდეული ცხოველების, სახელმწიფოს დაცულ ტერიტორიებზე გაშვება, ან თავშესაფარში გადაყვანა", - წერს თეონა სხირტლაძე.
პეტიციას ამ დროისთვის 800-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. როგორც პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი ამბობს, საჭიროა ამ პროცესის დაჩქარება, რათა ცხოველები მათთვის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.
"ცხოველები წლებია გაუსაძლის პირობებში არიან, ძალიან მცირე ზომის ვოილერებში. არწივი, მელა და დათვიღაა დარჩენილი და უბრალოდ სირცხვილია გორისთვის. მოვითხოვთ გადაყვანილნი იყვნენ სხვადასხვა თავშესაფარებში და შემდეგ გაუშვან დაცულ ტერიტორიებზე, როგორებიც მრავლად გვაქვს საქართველოში", - ამბობს ანო პაპელიშვილი
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#ცხოველები
#გორი
#goridaily
წყარო - radiomosaic.ge
#ახალიამბები