სამწუხაროდ გავრცელება არის და უფრო დეტალურ შედეგებზე ეპიდემიოლოგები ისაუბრებენ - სოზარ სუბარი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელება არის და უფრო დეტალურ შედეგებზე ეპიდემიოლოგები ისაუბრებენ. სოზარ სუბარის თქმით, თხ დასახლებაში, რვა პუნქტია გახსნილი, სადაც მოქალაქეებს ტესტირება უტარდება. მოსახლეობის საკმაოდ აქტიურია. ''
''გვინდადღეს სოფელილენჯერი ამოვწუროთ, საიდანაც ვირუსის გავრცელება დაიწყო. თუ მოსახლეობა ასე აქტიურად მოვიდა სწრაფად დავასრულებთ. შემდეგ გაგრძელდება მესტიაში და გადავალთ სხვა სოფლებში.
პრობლემები შეიქმნა, იმიტომ რომ ბევრი ტურისტი იყო, ზოგი ერთი დღის ჩამოსვლა,ვერაფრის ნახვა ვერ მოასწორო დამოულოდნელად რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ. გადაადგილება შეეზღუდათ და კარანტინში წასვლა მოუხდათ.ვცდილობთ ყველას ავუხნათ, რომ პანდემიის დროს ასეც ხდება და გარკვეული დისკომფორტი შეგვექმენა. მთავარი ჩავახშოთ გავრცელების კერები.
მესტიაში გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცე ვინც დარჩება, ვისაც გასვლა სურს საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ თავისუფალ ადგილებს ვთავაზობთ'' - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
სოზარ სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უშგული სრულად ჩაიკეტა ის ვირუსისდადასტურებული შემთხვევა ჯერ არ არის. ხვალ კი ტესტირება დაიწყება.