ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისში, ვაკის პარტკში განახლდა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტისა და სასამართლო განხილვების გამო შეჩერებული იყო. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სასტუმროს მფლობელმა, გიორგი ზაკაიძემ დაუდასტურა.
„სასამართლო მოვიგეთ და ამის საფუძველზე [განახლდა მშენებლობა]“, - ამბობს ზაკაიძე.
2019 წლის 16 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განკარგულება და ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობის კანონიერი ნებართვა დაიბრუნა.
გადაწყვეტილების შემდეგ, მშენებელსა და თბილისის მერიას შორის დაიწყო მოლაპარაკებები ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა გიორგი ზაკაიძე მაშინ ამბობდა, რომ მერიამ საინტერესო წინადადება ვერ შესთავაზა.
2020 წლის ბოლოს, მერიაში ამბობდნენ, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებდნენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31103311.html
#ახალი_ამბები
#twitter