კასპის მუნიციპალიტეტში 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Gori Daily
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული შემთხვევები რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდის ოჯახის წევრები არიან. აღნიშნულ შემთხვევებში მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების გამოვლენა.
გამკაცრდება თუ არა სოფელ მეტეხში საკარანტინო ზომები, დამოკიდებულია ამ კვლევებზე, აცხადებს შიდაქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი.
დღევანდელი დღის მონაცემებით შიდა ქართლში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 7 – კასპში, 3 – ხაშურის მუნიციპალიტეტში 10 კი – გორის მუნიციპალიტეტში.
კორონავირუსი შიდაქართლი
goridaily