იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი დაიღუპა
Tbilisi Daily
იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით მამაკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილი საშუალო ასაკის მამაკაცია.
ის წყალტუბოს მცხოვრებია. ინფიცირების წყარო უცნობია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია.
შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.