კახა კალაძე: არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები

Tbilisi Daily

არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, არ გვყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს საკითხი ელჩებთან განხილული ვერც იქნებოდა, რადგან, როგორც კალაძე ამბობს, დიპლომატებთან უკანონობაზე პასუხისმგებლობას არავინ აღებდა. „8 მარტის შეთანხმებაში, ზოგადად, განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერ იქნებოდა, რადგან ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, თვითონ შინაარსი მოცემული არის ამ ე.წ. მემორანდუმი დავარქვათ, თუ შეთანხმების დოკუმენტში, ყველაფერი არის ასახული, რაც საზოგადოებამ იხილა”,- განაცხადა კახა კალაძემ. #news #კახაკალაძე #შეთანხმება #საკონსტიტუციოცვლილებები