რუხის კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა საყურადღებოა
Tbilisi Daily
რუხის კლინიკაში 46 კოვიდინეფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 3-ის მდგომარეობა საყურადღებოა, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება საშუალო სიმძიმის. რუხის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 6 არასრულწლოვანია მოთავსებული. მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.