მაღალმთიან აჭარაში სწავლა დისტანციურად დაიწყება
Batumi Daily
აჭარის მაღალმთიან რეგიონებში - ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება. აჭარის მთავრობამ გადაწყვეტილების მიზეზად დღეს ხულოში დაფიქსირებული კოვიდ - 19 დაასახელა.
“დისტანციურად დაიწყება სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან. განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილი სკოლებში. სკოლების უდიდესი ნაწილი მზადაა საკლასო ოთახებში განახლდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება ერთიანად, პირველი ოქტომბრიდან,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: Georgian Travel Guide
#batumidaily
#ხულო
#ქედა
#შუახევი