ამოქმედდა პორტალი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ამოქმედდა პორტალი, სადაც მოქალაქეები საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეძლებენ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძისთქმით, პირადი ნომერის მითითების შემდეგ ადამიანები ნახავენ,რომელპირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიანისინი მიმაგრებული და ასევე გაიგებენოჯახისექიმის სახელს გვარს.
''იქვე მითითებული იქნება ცენტრის საკონტაქტო ნომერიც და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გამოსწორება, ასევე ჩვენი გეგმა არის მომსახურების გაფართოება და მოქნილობა. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს. პაციენტებს, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარების მომსახურება ექნება ნაკლები ლოდინის დრო და შესაბამისად ამ კომპონენტში გავხდებით უფრო ეფექტურები'' - განაცხადა მინისტრმა.