ბაიდენი აშშ-ის კიდევ ერთმა შტატმა გამარჯვებულად გამოაცხადა

Tbilisi Daily

აშშ-ის უისკონსინის შტატის ხელისუფლებამ დეინისა და მილოუკის ოლქებში ხმების გადათვლის შემდეგ გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. ეს ინფორმაცია შტატის გუბერნატორმა ტონი ევერსმა დაადასტურა. უისკონსინის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ენ ჯეიკობსის განცხადებით შედეგები დოკუმენტის სახით პირველ დეკემბერს გამოქვეყნდება. შედეგების თანახმად, 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებში, უისკონსინის შტატში, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა და შტატიდან საარჩევნო კოლეგიის 10 ხმა მოიპოვა. აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებების ინფორმაციით, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა გამარჯვება. დემოკრატი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა აშშ-ის სახელმწიფო სერვისების სააგენტომაც. ბაიდენი საარჩევნო კოლეგიის საჭიროზე მეტი ხმა აქვს. მიუხედავად ამისა, ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო.