ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა - დადგინდა ლარის საშუალო შეწონილი კურსი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სავალუტო აუქციონის შედეგები გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. დღეს, 23 სექტემბერს, გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. 1 დოლართან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა შეადგინა 3.2641. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ ლარი "წონასწორობის ნიშნულს" დაუბრუნდება. გვენეტაძე ფეისბუკით გავრცელებულ მიმართვაში არ აკონკრეტებს, რა არის ლარის "წონასწორობის ნიშნული", თუმცა მიაჩნია, რომ "მეტად გაუფასურებულია". https://www.radiotavisupleba.ge/a/30853982.html #ახალი_ამბები #twitter