კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთში

Kutaisi Daily

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა,ხოლო იმერეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია , აქედან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში – 78 პაციენტია, იმერეთში – 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში – 3, მცხეთა-მთაიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთში-1“, – განაცხადა ენდელაძემ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily