ლენჯერის კლასტერიდან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Zugdidi Daily
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან 5 ბავშვია, ორი კი სრულწლოვანი მოქალაქე.
კლინიკაში 14 კოვიდინფიცირებული რჩება, მათგან 11 ლენჯერის კლასტერთანაა დაკავშირებული.
საქართველოში კორონავირუსის 1462 შემთხვევაა დაფიქსირებული.
მესტიაში ვირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა, როცა ერთდროულად 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოვლინდა. მთავრობამ იმ დღესვე მიიღო მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება.
#ლენჯერი #კლასტერი #კორონავირუსი #გამოჯანმრთელებულთარაოდენობა #მესტრია #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com