საქართველოში კორონავირუსით 54-ე პაციენტი გარდაიცვალა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
COVID-19-ით ქუთაისში დღეს გარდაცვლილი 92 წლის ქალი კლინიკა „ჰოსპიტალ სერვისში“ მკურნალობდა, ის კლინიკაში გურიდან შეიყვანეს. დღეს დილიდან, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან გარდაცვლილია 54 პაციენტი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევაა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 8696-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 375 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 4619-მდე გაიზარდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30875981.html
#ახალი_ამბები
#twitter
#რეგიონები_
#კორონავირუსი_(covid-19)