კახეთში კოვიდპაციენტებისთვის 170 საწოლი დაამატეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ხვალიდან თელავის ცენტრალური საავადმყოფო მხოლოდ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა ერთდროულად 70-ი პაციენტის მიღებას შეძლებს. ხვალიდან ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა დაიწყება თელავის ერთ-ერთ დიდ სასტუმროში, რომელიც 100 ადამიანზეა გათვლილი.
რეგიონში კოვიდ კლინიკის სტატუსი ამ დრომდე მხოლოდ ლაგოდეხის საავადმყოფოს ჰქონდა, სადაც 30 -პაციენტის მიღება იყო შესაძლებელი.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ორივე კლინიკა აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინვენტარით, რათა პაციენტებს ჩაუტარდეთ სრული მკურნალობა“.
ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონში ინფიცირებულთა უმეტესობა შინ, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. პაციენტები კოვიდკლინიკებში გადაჰყავთ იმ შემთხვევაში, თუკი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30940569.html
#ახალი_ამბები
#twitter