დარღვევები და დაწერილი საჩივრები მაღალმთიან აჭარაში
Batumi Daily
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა განცხადება საარჩევნო უბნებზე დარღვევების თაობაზე.
ერთი-ერთი დარღვევა აჭარის მაღალმთიანეთში, კერძოდ კი - შუახევში დაფიქსირდა.
"შუახევში №41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღებიკომისიის წევრების გამოსავლენად, აგრეთვე, სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი);
ოპოზიცია აჭარის მაღალმთიანეთში მომხდარ დარღვევებზე საუბრობს" - წერია განცხადებაში.
მაღალმთიანეთში დარღვევების შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გია აბულაძემ, განცხადება გააკეთა.
ის მმართველ გუნდს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში და თვლის, რომ გაყალბების სქემაში ჩართულნი არიან საჯარო მოხელეები, სკოლის დირექტორები და ხდება მათი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში