"სვანების ბაზრობაზე" მაღაზიიდან 15 ათასი ლარი გაიტაცეს

Tbilisi Daily

ყაჩაღობა მოხდა ვარკეთილში – შეიარაღებულმა პირებმა 15 ათასი ლარი გაიტაცეს. ორი შეიარაღებული მამაკაცი „სვანების ბაზრის“ ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა, გამყიდველი დააყაჩაღა და დიდი ოდენობით თანხა წაიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სსკ 179-ე მუხლით დაიწყო.