აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბოლო 24 საათშიაჭარაში covid-19 კიდევ 64 ადამიანს დაუდასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,გამოჯანმრთელდა92 პაციენტი. ხოლოდღემდე კორონავირუსი31 961 პაციენტმა დაამარცხა.
კლინიკა დატოვა 18- მა მოქალაქემ. ამ ეტაპზე კი სამედიცინო დაწესებულებებში 371 პირი მკურნალობს.კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზეიმყოფება21 პაციენტი.ონლაინ კლინიკაში რჩება 895 მოქალაქე.