თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა

Gori Daily

სამგორის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ოსი პოეტისა და “ვეფხისტყაოსნის” ოსურად მთარგმნელის - გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭა. გო­რის რა­ი­ონ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ოსი პო­ე­ტი, 1952 წლი­დან აქ­ვეყ­ნებ­და ლექ­სებს ქარ­თულ და ოსურ ენებ­ზე. მან ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნა კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა და პი­რი­ქით, ოსურ ენა­ზე თარ­გმნა შოთა რუს­თა­ვე­ლის “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი”, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის, აკა­კი წე­რეთ­ლის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას, ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის, ირაკ­ლი აბა­ში­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი... როგორც ცნობილია, 2019 წლის 19-21 დე­კემ­ბერს, ად­ვო­კატ­მა ბად­რი მან­ჯა­ვი­ძემ, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­ვი­და ცხინ­ვალ­ში, ქარ­თვე­ლი ექი­მის ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის “სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე” და­სას­წრე­ბად, გი­ორ­გი ბეს­თა­უ­თის საფ­ლა­ვიც მო­ი­ნა­ხუ­ლა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლის შემ­დეგ კი, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა, მისი სა­ხე­ლი დე­და­ქა­ლა­ქის რო­მე­ლი­მე ქუ­ჩას მი­ნი­ჭე­ბო­და. საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს უკანასკნელი ოსებსა და ქართველებს ნდობის აღგენაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ პოეტური ნიჭის ეტალონი გიორგი ბესთაუთი, 46 წლის ასაკში დააკლდა როგორც ოსურს, ისე ქართულ მწერალთა ოჯახს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #განათლება #პიროვნება #ახალიამბები #goridaily