,,მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა"
Kutaisi Daily
19 წლის ნინო გურგენიძე, ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” ფეხბურთელი გარდაიცვალა.
“საფეხბურთო სკოლა “მართვე” ქუთაისი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ქალთა საფეხბურთო კლუბის “მართვე” ქუთაისის ფეხბურთელის ნინო გურგენიძის გარდაცვალების გამო და, თანაუგრძნობს ოჯახის წევრებს გუნდელებს და მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო ოჯახს”, – აცხადებს საფეხბურთო კლუბი.
ნინო გურგენიძე ბოლო ორი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, მკურნალობდა, თუმცა საბოლოოდ, დაავადებასთან ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#სიახლე
#kutaisidaily
#ახალიამბები