ბრაზილია ანტირეკორდს ხსნის - 67 860 დადასტურებული შემთხვევა

Tbilisi Daily

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID19-ის 67 860 შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ბრაზილიაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 227 514-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს ქვეყანაში 82 771 პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. #ახალიამბები