ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს, როგორ მოხვდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები მატჩზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს, როგორ წარმატებულ ყოფილ ფეხბურთელს, UEFA-სთან შეთანხმებით სამი საშვი გადაეცა. როგორც ფედერაცია და თავად კალაძე განმარტავენ, სწორედ ასე მოხვდა ის ფეხბურთის მატჩზე.
"საშვების რაოდენობა შეთანხმებული იყო UEFA-სთან, აქედან სამი საშვი გადაეცა კახი კალაძეს... [კალაძეს ნებისმიერი ადმიანის მიყვანა შეეძლო]", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კალაძისა და კობახიძის მატჩზე დასწრებაზე საუბრისას.
გუშინ, 13 ნოემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა. მაშინ, როცა რიგითი მოქალაქეები თამაშს ვერ ესწრებოდნენ, მატჩს თვალს ადევნებდნენ თბილისის მერი, კახა კალაძე; პარლამენტის წევრი და "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ამავდროულად, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი.
მხარდამჭერები მატჩს თვალ-ყურს სტადიონთან დაყენებულ ეკრანზე ადევნებდნენ. მათი ნაწილი პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30946359.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)