Linkin Park-ის სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო, Twitter-მა დონალდ ტრამპის მიერ გაზიარებული ვიდეო წაშალა
Tbilisi Daily
Linkin Park-ის სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო, Twitter-მა დონალდ ტრამპის მიერ გაზიარებული კამპანიის შემცველი ვიდეო წაშალა.
ვიდეო ჰიტის - In the End „ქავერით“ თეთრი სახლის სოციალური მედიის ხელმძღვანელმა განათავსა, ტრამპმა კი 18 ივლისს გაიზიარა.
კომპანია განმარტავს, რომ ვიდეო საავტორო უფლებების შესახებ განცხადების გამო გახდა მიუწვდომელი.
რაც შეეხება ამ განცხადების ავტორს, როკ-ჯგუფის მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ Linkin Park-ს არ სურს, რომ დონალდ ტრამპმა მათი მუსიკა გამოიყენოს.
როკ-ჯგუფის წევრი ჩესტერ ბენინგტონი დონალდ ტრამპის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით არის ცნობილი.
მედიამ მის მიერ Twitter-ზე 2017 წელს გამოქვეყნებული პოსტი გაიხსენა, სადაც ის წერს, რომ ტრამპი ამერიკისთვის დიდი საფრთხეა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპს საარჩევნო კამპანიისთვის მუსიკის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან.
დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო ღონისძიებებზე საკუთარი სიმღერების გამოყენება ლეგენდარულმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა, Rolling Stones-მაც აუკრძალა.