შემოსავლების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტესტირების მორიგი ეტაპი გაიარეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
„25-30 სექტემბერს, COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“, საბაჟო გამშვები პუნქტები: „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“ - ჯამში 517 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანმა 60 კაცო
დაკარგა
სომხური მხარე: აზერბაიჯანელებმა გაქცევისას 60...
კონფლიქტები
12:00 29.09
კვლევითი ორგანიზაცია
Survation-ის წინასაარჩევნო
გამოკითხვა ისანში - 30.09.2020
კახა კახიშვილი 53,9% - ხატია დეკანოიძე 21,0%...
არჩევნები 2020
23:12 30.09
გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ 6 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები).
აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საზღვაო ნავსადგურებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით. 25 სექტემბრიდან დღემდე, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტესტირება 4 293 სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩაუტარდა, “ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სხვადასხვა საჭიროებებისთვის დროებით შეჩერების მიზნით, სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია:
ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054
თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224
გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033
ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211
თბილისის შემოვლითი გზის 30-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო კოდი: 81.10.25.577
თბილისის შემოვლითი გზის 31-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო 81.10.25.147
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება.