ე.წ. ხოფის ბაზრობაზე 2 დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა
Tbilisi Daily
ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაზე კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა - ამის შესახებ ბაზრობის დირექტორმა განაცხადა. ზვიად მელიქაძის თქმით, ინფიცირებულია მამა-შვილი, რომლების გუშინაც მუშაობდნენ. მათ ბაზრობაზე მაღაზია იჯახით აქვთ არებული.
ხოფის ბაზრობა ხვალაც დაკეტილი იქნება. ტერიტორიაზე დილიდან ელოდებიან ეპიდემიოლოგებს, მოხდება ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი მოიჯარეების ტესტირება.