პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა – გია კიკაბიძე

Pirveliradio Ge

პაციენტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა, - ამის შესახებ განცხადება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გია კიკაბიძემ გააკეთა. "პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორაგიული ინსულტი, ეს არის სისხლჩაქცევა თავის ტვინში. გარდა ამისა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი პნევმონია, მოციმციმე არითმია. საავადმყოფოში დაუდგინდა კორონავირუსი. 20 სექტემბერს იყო ჩვენთან პაციენტი გადმოყვანილი, 21 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ის ძირითადი დაავადებებია, რის გამოც ის კლინიკაში მოხვდა. კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ არის, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ", - განაცხადა გია კიკაბიძემ.