სამეგრელო-ზემო სვანეთში covid19-ის ახალი შემთხვევები დადასტურდა
Zugdidi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 759 შემთხვევიდან 686 თბილისიდანაა, 487 აჭარიდან, 356 კი იმერეთიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562;
გამოჯანმრთელებულია - 9 751;
მათ შორის გარდაცვლილია - 183;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 408;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 848
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
#ზუგდიდი
#zugdididaily