"დღეს უნდა წასულიყო სახლში, გამთენიოს მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა.."

Batumi Daily

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი - რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ერთი კვირის განმავლობაში კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობდა. 18 ნოემბერს პაციენტის ბინაზე გაწერა იგეგმებოდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. ''სამწუხარო ფაქტი მოხდა, გამოგვაკლდა ერთი კარგი მეგობარი და კოლეგა. კაცი, რომელიც პირველივე დღიდან ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში იყო ჩართული. რვა დღის განმავლობაში ჩვენთან მკურნალობდა, იმყოფებოდა თერაპიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა იყო სტაბილური. ექიმი იყო და თვითონაც აწარმოებდა კონტროლს. მკურნალობის კურსი თითქმის დასრულებული ჰქონდა. გუშინდელ ანალიზებში ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. დღეს უნდა წასულიყო სახლში, მაგრამ გამთენიოს მისი მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. არავინ არ ელოდა. პალატიდან დარეკვა მოასწრო კოლეგებთან, მობილიზებული იქნა მთლიანად რეანიმაციული გუნდი, გადაიყვანეს. გულის უეცარი გაჩერება დაფიქსირდა'' - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, გია კიკაბიძემ. ექიმი 62 წლის იყო. ის წლების განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში