ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიზიარებ - კახა კუჭავა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტში ორშაბათიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ და ვთვლი, როგორც ყოველთვის ვამბობდი, რომ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა დგას პარლამენტი, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს და არჩილ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული საქმისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ. ცოტახნის წინ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობა დატოვა.