გუდამაყრის ხეობაში კლდე ჩამოიშალა - 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა.დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი ართულებს.
გუდამაყარში კლდოვანი მასისა და ნიადაგის შესასწავლად ხვალ გეოლოგების ჯგუფს ელოდებიან.