დღეიდან ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრები დასაშვებია

On.ge

დღეიდან, 27 აპრილიდან შეზღუდვა მოიხსნა ონლაინ ვაჭრობაზე, როგორც საბითუმო, ისე საცალო შემთხვევაში. გარდა ამისა, უკვე დასაშვებია მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე. შეზღუდვები მოიხსნა სასოფლო-სამეურნეო ბაზრებისთვისაც. იმისთვის, რომ ფუნქცონირება შეძლოს, აგრარული ბაზარი ღია ტიპის უნდა იყოს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეზღუდვები მოეხსნა მხოლოდ იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს. #news https://on.ge/story/55041-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90