კობი ბრაიანტის პირადი ვერტმფრენის ავიაკატასტროფა პილოტის შეცდომამ გამოიწვია

Tbilisi Daily

კობი ბრაიანტის პირადი ვერტმფრენის ავიაკატასტროფა პილოტის შეცდომამ გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას RepublicWorld-ი ავრცელებს. შვეულმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ნაციონალურმა საბჭომ გაავრცელა. გაირკვა, რომ პილოტმა არა ზობაიანმა ნისლის პირობებში, კატასტროფის წინ, ავიადისპეტჩერებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ შვეულმფრენი სიმაღლეს კრეფდა, სინამდვილეში კი, ის დაბლა ეშვებოდა და მალე მთას შეეჯახა. ავიაკატასტროფა 26 იანვარს მოხდა და თავად ბრაიანტისა და მისი 13 წლის ქალიშვილის გარდა, თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი შვიდი ადამიანიც გარდაიცვალა.