დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

Tbilisi Daily

დავით ზალკალიანი ვარშავაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში დღეს და ხვალ გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში, პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება. მინისტერიალის ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატოში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობები.