ირანმა დაიწყო ვაქცინაციის კამპანია Sputnik V-ით

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ირანმა დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ით. ჯანდაცვის მინისტრის, საიდ ნამაკის თქმით, პირველი ადამიანი, ვისაც უკეთდება ირანში ეს ვაქცინა, მისი შვილია. მინისტრის მოადგილის, ალირეზა რაისის თქმით, ვაქცინა პირველ რიგში გაუკეთდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც COVID-19-ით დაავადებულებს მკურნალობს, ასევე ხანდაზმულებს, შშმ პირებსა და ვეტერანებს. Sputnik V-ის პირველი პარტია ირანში 4 თებერვალს ჩავიდა. ირანის ხელისუფლების თქმით, დაგეგმილია კიდევ ორი პარტიის ჩატანა 18 და 28 თებერვალს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, კიანუშ ჯაჰანპურმა AFP-ს განუცხადა, რომ ირანმა ვაქცინის 2 მილიონი დოზა შეიძინა. 2 თებერვალს ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა Sputnik V-ის გამოცდის მესამე სტადიის შუალედური შედეგები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, ირანში დღემდე გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1,4 მილიონი შემთხვევა. გარდაიცვალა 58500. https://www.radiotavisupleba.ge/a/31093750.html #ახალი_ამბები #twitter