მკაცრსახიან რუს მესაზღვრეს ჩემი პასპორტი სადღაც მიაქვს, ამოწმებს და ნახევარი საათის შემდეგ მიბრუნებს

Sokhumi Daily

აფხაზეთში 30-მდე ვაზის ადგილობრივი ჯიში არსებობდა. სქართველოს ამ კუთხეში ღვინოს, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან აყენებდნენ. როდესაც აფხაზეთი საკურორტო რეგიონად აღიარეს, სოხუმის წვენის ქარხანამ ამ ჯიშებისგან გაზირებული, ტკბილი უალკოჰოლო წვენების წარმოება დაიწყო. აფხაზური ვაზი ნოტიო ჰავასა და ნესტს კარგად იტანს. 30-მდე ვაზის ჯიშში, გამორჩეულია თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. აფხაზებს ქართული ვაზის ჯიშების შექმნაში საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი. აფხაზეთში ყურძენს შემოდგომის ამ სეზონზე კრეფდნენ და ძველ-კოლხური ტიპის მოტკბო, სქელ ღვინოს აყენებდნენ. მოგზაურობის საკუთარ გამოცდილებას კი სოფი როილი მოგიყვებათ. მალე სოჭის [ადლერის] აეროპორტში დავფრინდებით. თვითმფრინავმა შავ ზღვაზე ნახევარწრე გააკეთა და დავეშვით. აეროპორტი თანამედროვე შთაბეჭდილებას ტოვებს, მოდერნიზება რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. ტერმინალის იქით ტაქსისტები დგანან, რომლებიც მზად არიან მგზავრებისთვის ნახტომი გააკეთონ, თუმცა აფხაზეთამდე მაინცდამაინც შორი მანძილი არ არის, სულ რაღაც ათიოდე კილომეტრი, ზღვის ნაპირით. - მკაცრსახიან რუს მესაზღვრეს ჩემი პასპორტი სადღაც მიაქვს, ამოწმებს და ნახევარი საათის შემდეგ მიბრუნებს. საზღვრის აფხაზური მხარე უფრო იოლად გადასასვლელია - ჯარისკაცი ყველაფერს სწრაფად აკეთებს. და აი, აფხაზი ძაღლები ყეფით მესალმებიან - ისინი, როგორც წესი, აფხაზეთის პირველი მაცხოვრებლები არიან, რომლებიც სტუმრებს ხვდებიან, აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსი ჰაერშია გამოკიდებული ჯერ კიდევ 1992-1993 წლების ომიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ამ რესპუბლიკამ საქართველოსაგან დამოუკიდებლობა მოისურვა. „აფხაზეთის ღვინისა და წყლების კომპანია“ რეგიონში ღვინის ერთადერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, კომპანიის დირექტორის ნიკოლაი აჩბას ოჯახი ღვინის წარმოებითაა დაკავებული. იგივე საქმით იყვნენ დაკავებულნი საუკუნეების მანძილზე მისი წინაპრებიც, რომელთა გვაროვნული კლანი [დინასტია] აფხაზეთს ჯერ კიდევ მერვე საუკუნიდან მართავდა. -„ბებიაჩემს ყოველთვის სურდა, რომ მე სამხედრო-საზღვაო ფლოტის კაპიტანი ვყოფილიყავი, რაც, რასაკვირველია, ფანტასტიკას განეკუთვნება“, - იცინის ნიკოლაი აჩბა, - „მამაჩემმა კი ვენახისა და მეღვინეობის სიყვარული ჩამინერგა, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ვენახს ვუვლიდი და დღეს წინაპრების ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ“. ღვინო ბოჰემიურ (ჩეხურ) მინის ბოთლებშია ჩამოსხმული, საცობი პორტუგალიური კორპის მუხისაგან აქვს. კომპანიის ვენახები 600 ჰექტარზეა გაშენებული. გუდაუთაში ვიანორ ავიძბამ და მისმა ძმამ ზორომ მცირე ღვინის ქარხანა ააგეს და მათრობელა სასმელის ჩამოსხმა დაიწყეს. „ავიძბას ღვინის სახლი“ სასმელის დამზადებისას უძველეს რეცეპტებს იყენებს. მისი ყველაზე პოპულარული ღვინოებია „ძველი სოხუმი“ და „აფსნი“. ამჟამად აფხაზეთის სუვერენიტეტი, რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელას და ნიკარაგუას აქვს აღიარებული, პლუს წყნარ ოკეანეში ჩაკარგული მიკრონეზიის ნამცეცა კუნძულოვანი სახელმწიფო ნაურუ. საქართველო აფხაზეთის ფლობაზე პრეტენზიებს აგრძელებს. აფხაზეთში დრო გაჩერებულია. უცებ რომ აქ აღმოჩნდე, ვერც გაიგებ, რომელ ეპოქაში ხარ. გზის პირას ერთმანეთს ცვლის წითელვარსკვლავიანი საბჭოური არქიტექტურის შენობები და ძველი ნახევრად დანგრეული ციხე-სიმაგრეები. აფხაზეთი თავს მსოფლიოსაგან მიტოვებულად გრძნობს. მისი ეკონომიკა სულს ღაფავს. 28 წელი გავიდა ომის შემდეგ, მაგრამ გარემონტებულ შენობას იშვიათად თუ ნახავთ - წერს გაზეთ Financial Times-ის შტატგარეშე კორესპონდენტი სოფი როილი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა წყარო:allwine.ge