ათობით პირი დააპატიმრეს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ ჯგუფებში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჰონგ-კონგიდან გავრცელებული ცნობებით, 50-მდე პირი იქნა დაპატიმრებული ოპოზიციის რიგებიდან - ეს ზეწოლის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს შემოიღეს კამათის საგნად ქცეული ეროვნული უსაფრთხოების კანონი. გავრცელებული ცნობებით, 6 იანვარს დაპატიმრებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საარჩევნო პრაიმერისთან, რომელსაც უნდა გამოევლინა ყველაზე პოპულარული კანდიდატები მას შემდეგ გადადებული საპარლამენტო არჩევნებისთვის. დაპატიმრება განხორციელდა უსაფრთხოების კანონით, რომელიც ჰონგ-კონგს პეკინმა ივნისში დაუწესა, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროდემოკრატიული საპროტესტო გამოსვლები. ჰონგ-კონგის უსაფრთხოების მდივნის, ჯონ ლის თქმით, დაპატიმრებები ნაწილია ოპერაციისა, რომლის სამიზნეა ადგილობრივი მთავრობის "დამხობის" მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები. ივლისში 600,000-ზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული პრაიმერისში, რათა შეერჩიათ კანდიდატები ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისთვის. სექტემბერში დანიშნული არჩევნები მოგვიანებით გადაიდო, რის ოფიციალურ მიზეზადაც კორონავირუსის პანდემია დასახელდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31036103.html #ახალი_ამბები #twitter