გორიში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებზე მუშაობენ

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოსგან მიღებულ შენიშვნებზე მუშაობენ. გორის მერის განმარტებით, საკრებულოს წევრთა მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია, ჩასწორებულ ვერსიას კი ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს 10 დეკემბერს გაუგზავნის. "ვმუშაობთ იმ შენიშვნებზე, რაც ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოსგან მივიღეთ. 10 დეკემბერს გადაეგზავნება კორექტირებული ვერსია"-აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ბიუჯეტი #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა