პრინციპული საკითხია მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა-უგულავა
Pirveliradio Ge
პრინციპული საკითხია მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა-განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, მომდევნო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს მანიპულაციის საშუალება არ უნდა მიეცეს.
„ვინაიდან ამ არჩევნებზე 30 მაჟორიტარი მაინც დარჩება, ივანიშვილს მანიპულაციის საშუალება არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ჩააგდო პროპორციული, მას უნდოდა 73 მაჟორიტარით გაემტკიცებინა თავისი მიტაცებული ძალაუფლება. ახლა საზოგადოების ძალისხმევის, საერთაშორისო პარტნორების ზეწოლით ეს ციფრი 30-მდე დავიდა. თუ ჩვენ ამ 30 მაჟორიტარში ერთიანი და კოორდინირებული არ ვიქნებით, თავისთავად ცხადია, ის თავის გულისწადილს შეასრულებს. ამიტომ, ძალიან პრინციპული საკითხია მაჟორიტარების ნაწილში კოორდინაცია და ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა, ხოლო რაც შეეხება პროპორციულს, ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ირჩევს და მომდევნო ეპოქა უკვე მრავალპარტიული იქნება. ამიტომ, პარტიები, ვისთან ერთადაც ბლოკებს გააკეთებენ თუ მარტო გავლენ, პრინციპული საკითხი არ არის, რაც უფრო მეტი იქნება, მეტი ამომრჩეველი მოვა და რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა, ივანიშვილს მით უფრო უმტკივნეულოდ გავისტუმრებთ სახლში, თუმცა ის ისედაც სახლში ზის“,-განაცხადა უგულავამ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144989