საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. 8 აგვისტოს შემდეგ, ეს ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1283-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 13 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1068. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 13 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7718 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245. https://www.radiotavisupleba.ge/a/30781193.html #ახალი_ამბები #twitter