,,საუბარია, 3-4 მოედნის მშენებლობაზე. აშენდება საცხოვრებელი კორპუსი. მოეწყობა სარბენი ბილიკები"
Kutaisi Daily
ქუთაისში იმერეთის საფეხბურთო აკადემია დაარსდება. რამდენიმე საფეხბურთო მოედანი და საცხოვრებელი კორპუსი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
ქუთაისის მერიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს ტერიტორია გადასცა, რომელსაც სააგენტო ფეხბურთის ფედერაციას გადასცემს. ადგილზე 2021 წლის ბოლომდე 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
"აღნიშნული თანხით მოხდება სპორტული მოედნების მშენებლობა. საუბარია, 3 ან 4 სპორტული მოედნის მშენებლობაზე. აშენდება საცხოვრებელი კორპუსი. მოეწყობა სარბენი ბილიკები, ტრიბუნები,"-განაცხადა მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, მირზა მამასახლისმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#სპორტი
#kutaisidaily
წყარო - radiodk.ge
#ბიზნესი
#ჯანსაღიცხოვრება
#სპორტი
#მოგზაურობა
#ახალიამბები