ბათუმელი მშობლების საპროტესტო აქცია. რა ხდება ბათუმში?

Batumi Daily

ბათუმში დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ერას მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და საქართველოს განათლების მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ მოთხოვნით, რომ სკოლაში სწავლება ტრადიციული წესით აღდგეს და არა დისტანციურად. მშობელთა განცხადებაში წერია, რომ ისინი წინააღმდეგი არიან ყოველგვარი სახის დისტანციური სწავლებისა, ვინაიდან აღნიშნული ხერხით სწავლება არაეფექტურია. ასევე, ისინი მოითხოვენ, რომ სკოლებში აიყვანონ დამატებით დამლაგებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასწვლო შენობაში სანიტარული ნორმების დაცვას. გარდა ამისა, ბათუმელი მშობლები ამბობენ, რომ სკოლებში ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ სწავლა არადისტანციურად გაგრძელდეს. რაც შეეხება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საფრთხეს, მშობლების განცხადებით, საფრთხე იმდენად არსებობს ბათუმელი სკოლის მოსწავლეებისათვის, რამდენადაც სხვა კუთხის წარმომადგენელთათვის, რომლებიც ბათუმში ისვენებდნენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: batumelebi.ge #ბათუმი #ბათუმელიმშობლები #სასწავლოწელი #სკოლა #საპროტესტოაქცია #დისტანციურისწავლება #batumidaily