გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის პოსტზე კენჭს აღარ იყრის
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დავით ბაქრაძის მსგავსად არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო გენერალურ მდივნად, ყრილობის შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი აღარ ვიქნები. ამის შესახებ გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.
„არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად“, - განაცხადა გიგი უგულავამ.