პირველად ქართული ციფრული მარკეტინგის სამყაროში - Ad Summit Tbilisi 2023 19 ნოემბერს Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi-ში ჩატარდება!
350-ზე მეტი დამსწრე, 15-მდე სპიკერი, 20-მდე მასტერკლასი და 15-მდე პარტნიორი კომპანია შექმნის პირველი ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიების გამოცდილებას!
სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე, ამიტომაც ღონისძიებაზე ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები ისაუბრებენ:
● ციფრულ მარკეტინგზე
● ელექტრონულ კომერციაზე
● ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე
● ბრენდ დიზაინზე
● კონტენტ მარკეტინგსა და
● ინფლუენსერ მარკეტინგზე
მთელი დღის განმავლობაში 400-მდე ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა დაესწროს 15-მდე ქართველი სპიკერის გამოსვლას, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სფეროს ირგვლივ.